
ავტორი
Front News საქართველო
საქართველო არც ამ ორგანიზაციის წევრია და ჩვენი გაცხადებული მიზანიც არ არის ამ ორგანიზაციაში წევრობა, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა შანხაის სამიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ყველანაირი საუბრები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მიიწვიეს და ა.შ. არის წმინდა წყლის სპეკულაცია და აბსოლუტურად არანაირი მარცვალი სიმართლის ამ განცხადებებში არ არის.
"საქართველო არც ამ ორგანიზაციის წევრია და ჩვენი გაცხადებული მიზანიც არ არის ამ ორგანიზაციაში წევრობა. ჩვენი გაცხადებული მიზანია ევროკავშირსა და ნატოში წევრობა. ამიტომ, ბუნებრივია, რომ საქართველო იმ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების გათვალისწინებით, რაც დღეს აქვს ქვეყანას, ვერ იქნებოდა ამ ორგანიზაციის წევრი. შესაბამისად, ყველანაირი საუბრები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მიიწვიეს და ა.შ. არის წმინდა წყლის სპეკულაცია და აბსოლუტურად არანაირი მარცვალი სიმართლის ამ განცხადებებში არ არის“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
თაგები:
ლევან მახაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს