Logo

ლევან მახაშვილი - შეიძლება არ გვაქვს იმის გეგმა, რომ ეს ორგანიზაციები დავტოვოთ, თუმცა კითხვები არსებობს

პოლიტიკა
312
Frontnews image description

საქართველოსთვისაც რელევანტურია ეს [ტრამპის] განცხადებები. შეიძლება არ გვაქვს იმის გეგმა, რომ ეს ორგანიზაციები დავტოვოთ, თუმცა ეს მოცემულობა არის, კითხვები არსებობს ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებით, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

"ფაქტია, რომ ის მიზეზები, რაც დაასახელა ტრამპმა ვენეციის კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით, პირდაპირ არის რელევანტური საქართველოსთვისაც. ბევრი ორგანიზაცია და მათ შორის ვენეციის კომისია, რომელიც საქართველოში მოქმედებს, სცილდება საკუთარ დამფუძნებელ მისიას, რისთვისაც თავის დროზე შეიქმნა. მაგალითად საქართველოში ვენეციის კომისიის ე.წ. მოსაზრებები იყო ხოლმე გამოყენებული ერთგვარ მაშველ რგოლად რადიკალებისთვის. საქართველოსთვისაც რელევანტურია ეს [ტრამპის] განცხადებები.

შეიძლება არ გვაქვს იმის გეგმა, რომ ეს ორგანიზაციები დავტოვოთ, თუმცა ეს მოცემულობა არის, კითხვები არსებობს ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებით“, - განაცხადა მახაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები