ლევან მახაშვილი – თუ პარლამენტში არ შემოვლენ, იქნებ ეს პარლამენტისთვის კარგიც იყოს


ავტორი
Front News საქართველო
თუ პარლამენტში არ შემოვლენ, იქნებ ეს პარლამენტისთვის კარგიც იყოს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად ამისა, მმართველ გუნდში არის მოლოდინი, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი საბოლოოდ პარლამენტში შევა.
“ჩვენი მოლოდინია, რომ საბოლოო ჯამში ისინი პარლამენტში შემოვლენ, მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ, ფაქტია, რომ სადაც ფეხი დადგეს, ქუჩა იყო თუ პარლამენტი, ყველგან დესტრუქცია, ქაოსი, დაპირისპირება დატოვეს, ამიტომ თუ პარლამენტში არ შემოვლენ, იქნებ ეს პარლამენტისთვის კარგიც იყოს, უფრო კონსტრუქციული პროცესი გაიმართება. საბოლოო ჯამში, მაინც გვაქვს მოლოდინი, რომ [ოპოზიციის] დიდი ნაწილი გარკვეული პერიოდის შემდეგ პარლამენტში შემოვა“, – განაცხადა მახაშვილმა “იმედთან”.
მე-11 მოწვევის პარლამენტი ხვალ შეიკრიბება.
თაგები:
ლევან მახაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს