Logo

ლევან მახაშვილი - თუ არსებული სიტუაცია მათი პოლიტიკური დასასრული არ არის, დიდი პრობლემების წინაშე დადგნენ

პოლიტიკა
185
Frontnews image description

ოპოზიცია დიდი პრობლემების წინაშე დადგა, მათ კოსმეტიკური ცვლილებები აღარ უშველით, თავიანთი დამოკიდებულება და შეხედულებები მკაფიოდ უნდა შეცვალონ, სხვა შემთხვევაში, 2028 წელი მოვა და იგივე შედეგი დადგება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.

"დრო დადგა, ოპოზიციამ არათუ პოლიტიკა და რაიმე მიმართულება უნდა შეცვალოს, არამედ ბევრი რაღაც არსებითად უნდა შეიცვალოს. რა თქმა უნდა, ოპოზიციას ცალკეული კოსმეტიკური ცვლილებები არ უშველის, რადგან ეს კოსმეტიკური ცვლილებები გასულ წლებში არაერთხელ ვნახეთ, როცა იცვლებოდა სახელები, ფორმები, ფერები. ეს არ შველის, რადგან მოსახლეობა ბევრად მომთხოვნი, მცოდნე და გააზრებულია. მხოლოდ სახელის შეცვლა, ბანერის და პარტიის შეცვლა საკმარისი აღარ არის, ეს აღარ მუშაობს. მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რასაც მოსახლეობას ჰპირდები და რაც გიკეთებია. თუ არსებული სიტუაცია მათი პოლიტიკური დასასრული არ არის, დიდი პრობლემების წინაშე დადგნენ, მათ კოსმეტიკური ცვლილებები აღარ უშველით, თავიანთი დამოკიდებულება და შეხედულებები მკაფიოდ უნდა შეცვალონ, რადგან სხვა შემთხვევაში, 2028 წელი მოვა და იგივე შედეგი დადგება. თუ არა, “ქართული ოცნებისთვის” უფრო გაუმჯობესებული შედეგი“,- განაცხადა მახაშვილმა.

Advertisement