Logo

ლევან მახაშვილი - უსამართლო ბრალდებები ემსახურება ერთადერთ მიზანს, თეთრზე შავის თქმას სპეციალურად, რათა გაიძულონ, პოზიციის შეცვლა

პოლიტიკა
119
Frontnews image description

ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ სასამართლო იდეალურია და უკვე ევროკავშირის სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ, ამაზე არ გვაქვს საუბარი. ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე, რომ უსამართლოდ ხდება ჩვენი სასამართლოს შეფასება, უსამართლოდ ხდება სახელისუფლებო ინსტიტუტების შეფასება. ამაზეა საუბარი, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ .

მისი თქმით, საქართველოს არა თუ მოლდოვასა და უკრაინაზე, სხვა კანდიდატ ქვეყნებზე უკეთესი პოზიციები აქვს, თუმცა დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არის უსამართლო.

"უსამართლო შეფასებები, უსამართლო ბრალდებები ემსახურება იმას კი არა, რომ მართლაც რაღაც დაინახეს და ამას აკრიტიკებენ, ემსახურება ერთადერთ მიზანს - თეთრზე შავის თქმას სპეციალურად, რათა გაგაშავონ და გაიძულონ, პოზიციის შეცვლა და მათ შორის ვიზალიბერალიზაციის საკითხიც სწორედ ესაა. თორემ, საქართველოს ხომ არ აქვს მარტო უვიზო მიმოსვლა - 51 ქვეყანას აქვს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. არც ერთ სხვა ქვეყანასთან შედარებით არაფერი განსაკუთრებული, რაც მართლა ვიზალიბერალიზაციის სტრუქტურას ეხება - საზღვრის მართვიდან დაწყებული, თავშესაფრის პოლიტიკით დასრულებული, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მაგრამ მათ გადაწყვიტეს, რომ ეს აქციონ თავდასხმის იარაღად“, - განაცხადა მახაშვილმა.

მისივე თქმით, ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის შედეგად, ევროკავშირის მიმართ ნდობაა შერყეული და რეპუტაცია გაცამტვერებული, რომლის აღდგენას წლები დასჭირდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები