ლევან მახაშვილი - ზეწოლის თუკი რაიმე ბერკეტი და რესურსი არსებობს, ბრიუსელის ბიუროკრატია ამას გამოიყენებს, მაგრამ მნიშვნელოვანია მოსახლეობის მხრიდან იმის თქმა, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ხელისუფლებას


ავტორი
Front News საქართველო
"რაც უფრო ახლოვდება მუნიციპალური არჩევნები, ჩვენ უფრო მეტად ვხედავთ და გვესმის მანიპულირება ვიზალიბერალიზაციის საკითხით“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
ლევან მახაშვილის თქმით, არა ერთი მცდელობა იქნება საქართველოს მოსახლეობაზე ზეწოლის და მოსახლეობის თავისუფალ ნებაზე გავლენის მოხდენის, თუმცა, მნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტივობა და მათი მხრიდან იმის დაფიქსირება, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ხელისუფლებას.
"საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო მთელი რიგი რეფორმების სრულყოფილად განხორციელების და ევროკავშირის უსაფრთხოების განუხრელად დაცვის გამო. ამ საკითხის ეჭვქვეშ დაყენება, მათ შორის, „ოჯახური ღირებულებების“ კანონის, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გამო არის სრულიად უსაფუძვლო და უსამართლო და ეს არის მოსახლეობის წინაშე ცრუ დილემის დაყენება.
იქნება არა ერთი მცდელობა საქართველოს მოსახლეობაზე ზეწოლის და მოსახლეობის თავისუფალ ნებაზე გავლენის მოხდენის. რა თქმა უნდა, თუკი რაიმე ბერკეტი და რესურსი არსებობს, ბრიუსელის ბიუროკრატია ამას გამოიყენებს, მაგრამ სწორედაც ამიტომ არის მნიშვნელოვანი მოსახლეობის აქტივობა და მათი მხრიდან ძალიან მკაფიო ხმა და თქმა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ხელისუფლებას მათ შორის, იმ პოლიტიკას, რასაც ატარებს საქართველოს ხელისუფლება. ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ მკაფიო არჩევანი საქართველოს მოსახლეობის ასევე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ყველასთვის, ვინც ცდილობს საქართველოზე თუ მის ხელისუფლებაზე ზეწოლას“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
თაგები:
ლევან მახაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს