ლევან მაჭავარიანი – განსაკუთრებული იმაში არაფერია, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ხვდება საგარეო საქმეთა მინისტრს


ავტორი
Front News საქართველო
ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი მაკა ბოჭორიშვილის და რობინ დანიგანის შეხვედრას გამოეხმაურა.
მისი თქმით, “განსაკუთრებული იმაში არაფერია, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ხვდება საგარეო საქმეთა მინისტრს”.
“განსაკუთრებული არაფერია, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ხვდება საგარეო საქმეთა მინისტრს. ეს არის მათი სამუშაოს ნაწილი. კარგად დაინახეთ, ოპოზიციის მხრიდან რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა, პირდაპირ ამერიკის საელჩოს “ფეისბუკგვერდზე” შეუვარდნენ, ფაშისტური კომენტარები დაუწერეს ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა, რატომ მისცა ამით ლეგიტიმაცია ბოჭორიშვილსო. ჩვენ არავის ლეგიტიმაცია არ გვჭირდება. არაერთხელ გაგვიცხადებია, ჩვენთვის ლეგიტიმაციის მთავარი წყარო არის ჩვენი მილიონ 120 ათასზე მეტი ამომრჩეველი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი. ჩვენ ავიღეთ 54% საპარლამენტო არჩევნებში და ჩვენი ლეგიტიმაციისთვის ეს სრულებით საკმარისია“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
თაგები:
ლევან მაჭავარიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს