ლევან მაჭავარიანი – თუ ინსტრუქცია იქნება, რომ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, აუცილებლად მოუწევთ


ავტორი
Front News საქართველო
გამანადგურებელი ანგარიშით დავამარცხებთ “ქართული ოცნება” 64-ვე მუნიციპალიტეტში [ოპოზიციას], – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციონერები აგენტები არიან და გარე პატრონების ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედებენ, ამიტომ, თუ ინსტრუქცია იქნება, რომ უნდა მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, აუცილებლად მოუწევთ.
“ისინი არიან აგენტები და შესაბამისად, მათი გარე უფროსები მათთვის რომ მოიცლიან და ინსტრუქციებს გამოუშვებენ, თუ ინსტრუქცია იქნება, რომ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, აუცილებლად მოუწევთ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
თუ ინსტრუქცია იქნება რომ ოთხი რადიკალური პარტიის მაგივრად ექვსი დაჯგუფება შექმნან, ექვსს შექმნიან, თუ ეტყვიან ორში გაერთიანდითო – ორში გაერთიანდებიან.
მათთვის ასევე ძალიან მძიმეა ამ გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან, მათივე ამომრჩევლის თვალში, მათი პოლიტიკური თავმოყვარეობა პლინტუსს ქვემოთ ჩავა, იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირ ამბობენ, პრემიერი და პრეზიდენტი არიან არალეგიტიმურებიო და ამის ფონზე, როგორ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, როდესაც პრემიერი და პრეზიდენტი ნიშნავენ ამ არჩევნებს”, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი განცხადებით, “დიფ სთეითი” არც ოპოზიციონერების თავმოყვარეობას გაითვალისწინებს და არც იმას, ვის ვინ ჰყავს გალანძღული, როგორც დააჯგუფებენ, ისე მოუწევთ მოქმედება.
“ძალიან რთულ სიტუაციაში არიან, მაგრამ არც მათ თავმოყვარეობას გაითვალისწინებენ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები, არც მათ „პრინციპულობას“, არც იმას – ვის ვინ ეზიზღება და ვის ვინ ჰყავს გალანძღული – როგორ ინსტრუქციასაც გამოუშვებენ და როგორც დააჯგუფებენ, ზუსტად ისე მოუწევთ მოქმედება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
თაგები:
ლევან მაჭავარიანი

ირაკლი ჩიქოვანი – თუ ვსაუბრობთ, რომ საქართველომ უნდა განავითაროს “შუა დერეფნის“ პოტენციალი, ამ ყველაფერში აუცილებლად მონაწილეობა უნდა მიიღოს ჩინეთმა და ჩინეთი მზად არის

ლევან ალაფიშვილი – თავადვე ყველაზე კარგად იციან, რომ ისევ მკვდრადშობილ კანონს მიიღებენ, ერთ პარტიას თუ აკრძალავენ, ეს ხალხი წავა და სხვადასხვა პარტიებში გაწევრიანდება

ლევან ხაბეიშვილი – “ქართულ ოცნებასთან“ რომ შეზრდილია ცესკო და ეს კაცი რომ არალეგიტიმურია, ამ ცესკოს რანაირად უნდა ჰქონდეს რაიმე სახის ლეგიტიმაცია?