
ავტორი
Front News საქართველო
ეს მაგონებს საბჭოთა ფსიქიატრიის და კაგებეს ციხეების პრაქტიკას, როდესაც ხდებოდა პაციენტის ფსიქიკის დათრგუნვა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაგისტრმა ლევან მეტრეველმა მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, არ ფიქრობს, რომ ვინმეს დაბალი პროფესიონალიზმია მიხეილ სააკაშვილისათვის დიდი რაოდენობით, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშნვნის მიზეზი.
“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ მომზადებულ დასკვნაში საუბარია პოლიფარმაციაზე, საქმე ეხება არასაჭირო, დიდი რაოდენობით მედიკამენტების დანიშვნას, მათ შორის ე.წ, ფსიქოტროპული პრეპარატების. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ვინმეს დაბალი კვალიფიკაციით მოდის, ამას რეალურად პირველი კურსიდან გვასწავლიან. უნდა დანიშნო მინიმალური რაოდენობის მედიკამენტი, რომელიც არის ზუსტად დამიზნებული იმ პრობლემაზე. ეს როგორღაც მაგონებს საბჭოთა ფსიქიატრიის და კაგებეს ციხეების პრაქტიკას, როდესაც ხდებოდა პაციენტის ფსიქიკის დათრგუნვა, რომ მას პოლიტიკური თუ სხვა სახის პრობლემები არ შეექმნა“, – განაცხადა ლევან მეტრეველმა.
როგორც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ მომზადებულ დასკვნაშია აღნიშნული, ის გახდა პოლიფარმიის და მედიკამენტოზური წამების ობიექტი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს