
ავტორი
Front News საქართველო
“მაქვს ტვინის შერყევა, ასევე სერიოზული ჰემატომა სახის არეში, რაც შეეხება ქალა ძვლების მოტეხილობას, ველოდები პასუხს, რის შემდეგაც გადაწყდება, დამტოვებენ საავადმყოფოში თუ გამიშვებენ სახლში სამკურნალოდ”, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ჯანდაცვის მიმართულების მდივანმა ლევან მეტრეველმა განაცხადა. მის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
“მე ექიმი ვარ და შემიძლია გითხრათ, რომ ტვინის შერყევის ყველა სიმპტომი ადგილზეა, სახეზე მატყობთ მარჯვენა მხარეს ასიმეტრიას, მაქვს სერიოზული ჰემატომა. რაც შეეხება ქალა ძვლების მოტეხილობას ჯერ არ ვიცი, კომპიუტერული ტომოგრაფია გადაღებულია და ველოდები პასუხს, რის მიხედვითაც გადაწყდება დამტოვებენ საავადმყოფოში თუ გამიშვებენ სახლში სამკურნალოდ”, – განაცხადა მეტრეველმა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს სოფელ კარდანახში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს “ქართული ოცნების” აქტივისტები თავს დაესხნენ და ჯანდაცვის მიმართულების მდივანს ლევან მეტრეველს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თაგები:
ლევან მეტრეველი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს