Logo

ლევან მგალობლიშვილი – ჩვენი მიზანია გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მყოფ ახალგაზრდებს ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაცია და საგანმანათლებლო კავშირები ჰქონდეთ

საზოგადოება
976
Frontnews image description

ჩვენი მიზანია გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მყოფ ახალგაზრდებს ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაცია და საგანმანათლებლო კავშირები  ჰქონდეთ, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან დროებით დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომისა და საგანმანათლებლო პროცესების ხელშეწყობის მიზნით, ახალგაზრდებს პლანშეტური კომპიუტერები გადასცა.

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, დროებით დევნილი ახალგაზრდების ხელშეწყობა აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და საგანმანათლებლო პროცესების აქტიური ხელშეწყობა მნიშვნელოვანია.

“განათლება ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, რომ მომავალ თაობებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი განათლების მიღების პროცესში“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

Advertisement