ლევან მგალობლიშვილი – ჩვენი მთავრობის 2025 წლის პრიორიტეტად კვლავ რჩება განათლება, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურული პროექტები


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი მთავრობის 2025 წლის პრიორიტეტად კვლავ რჩება განათლება, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურული პროექტები. დაგეგმილია სამინისტროების პროგრამული ნაწილისა და დაფინანსების ზრდა. აღნიშნულ პროცესში აქტიურად იქნება ჩართული მინისტრთა კაბინეტისა და ჩვენი გუნდის სრული შემადგენლობა, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დღის წესრიგის გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე მთავრობის თავმჯდომარემ, ფინანსთა და ეკონომიკის ახალ მინისტრს ლაშა დოლბაძეს ახალ პოზიციაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა.
ლევან მგალობლიშვილმა მომდევნო წლის გეგმებსა და აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებებით ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრა.
„დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ჩვენ განვიხილავთ მომავალი წლის პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომელიც მაქსიმალურად იქნება ორიენტირებული ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველყოფაზე. ჩვენი მიზანია, ქვეყნის მასშტაბით, ყველა კომპაქტური ჩასახლების განვითარება და ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურული და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
თაგები:
ლევან მგალობლიშვილი

ლევან მგალობლიშვილი – აფხაზეთის მთავრობის 2025 წლის პრიორიტეტი ახალგაზრდული მიმართულების გაძლიერება და დევნილთა საჭიროებების ეფექტური გადაწყვეტა იქნება

ლევან მგალობლიშვილი – მჯერა, რომ ჩვენი ახალგაზრდების მეტი ჩართულობით და სახალხო დიპლომატიის წყალობით, მალე შევამცირებთ სიშორეს მასთან, რაც ჩვენთვის ასე ძვირფასია

ლევან მგალობლიშვილი – ისევე როგორც ასი წლის წინ, კვლავ გვიწევს ბრძოლა ქვეყნის დეოკუპაციის, სუვერენიტეტის დაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის