ლევან მგალობლიშვილი – ეს ადამიანები ქმნიან ისტორიებს რეალურ ფაქტებზე და აცოცხლებენ აფხაზეთის ისტორიას


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ჟურნალისტებს შეხვდა და პროფესიული დღე პირადად მიულოცა.
მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის თემაზე მომუშავე ორ ჟურნალისტს – გულიადა ჭკადუას და ენემეო სიდიანს მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის აფხაზეთის მთავრობის სახელით მადლობის სიგელები გადასცა. გულიადა ჭკადუა მრავალი წელია, აფხაზეთის თემაზე ანალიტიკურ საქმიანობას ეწევა, ენემეო სიდიანი კი აფხაზეთის ქართულენოვან ტელევიზიაში ოპერატორად მუშაობდა და ომის ამსახველი არაერთი საინტერესო კადრის ავტორია.
“დღეს არის ქართული ჟურნალისტიკის დღე, სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, მოვსულიყავი აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრში და პირადად მიმელოცა პროფესიული დღე აქ მომუშავე პროფესიონალებისთვის. ეს ადამიანები ქმნიან ისტორიებს რეალურ ფაქტებზე და აცოცხლებენ აფხაზეთის ისტორიას.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი იმ ჟურნალისტებს აფხაზეთიდან, რომლებმაც თავისი საქმიანობა ქართულ ჟურნალისტიკას დაუკავშირეს, მოიპოვეს და შეინახეს ისტორიები აფხაზეთზე და ათწლეულების განმავლობაში ერთგულად ემსახურებიან ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეს“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
თაგები:
ლევან მგალობლიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს