ლევან მგალობლიშვილი – ისევე როგორც ასი წლის წინ, კვლავ გვიწევს ბრძოლა ქვეყნის დეოკუპაციის, სუვერენიტეტის დაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის


ავტორი
Front News საქართველო
ისევე როგორც ასი წლის წინ, ჩვენ კვლავ გვიწევს ბრძოლა ქვეყნის დეოკუპაციის, სუვერენიტეტის დაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი საკუთარ ფეისბუკგვერდზე წერს.
„დღეს 25 თებერვალია, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში.
ჩვენ ვიხსენებთ საქართველოს ერთიანობისთვის თავდადებულ გმირებს – იუნკერებს, რომელთა თავგანწირვა ფასდაუდებელია და რომელთა სახელებიც სამუდამოდ ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში. სწორედ ასეთ მაგალითებზე უნდა იზრდებოდნენ მომავალი თაობები, რათა არასდროს მოხდეს ჩვენი გმირი წინაპრების ღვაწლის დავიწყება.
ქედს ვიხრი ყველა გმირის წინაშე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ქვეყნის თავისუფლებას.
ოკუპაციის თემა დღესაც კვლავ აქტუალურია. ისევე როგორც ასი წლის წინ, ჩვენ კვლავ გვიწევს ბრძოლა ქვეყნის დეოკუპაციის, სუვერენიტეტის დაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, თუმცა დარწმუნებული ვარ, ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება და ერთიან საქართველოში ყველა ერთად გავაგრძელებთ ცხოვრებას“, – წერს ლევან მგალობლიშვილი.
თაგები:
ლევან მგალობლიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს