
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ეროვნული გმირის მამია ალასანიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა ზუგდიდში, მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, საქართველოს ეროვნული გმირის ბიუსტი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
"მამია ალასანია იყო თავისუფლებისა და ერთიანობისთვის მებრძოლი პიროვნება, რომელმაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე გაიღო საქართველოსთვის.
მისი გმირული გზა არაერთი თაობისთვის რჩება სიყვარულისა და სამშობლოსადმი ერთგულების ნათელ მაგალითად, ამიტომ ყველა ჩვენგანის ვალია, მუდამ გვახსოვდეს ჩვენი გმირების თავდადება და სათანადოდ დავაფასოთ მათი ღვაწლი და დამსახურება ქვეყნის წინაშე", - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
მამია ალასანია 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.
2018 წელს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
თაგები:
ლევან მგალობლიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს