ლევან მგალობლიშვილი – ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ვერანაირი ე.წ. არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს.
ლევან მგალობლიშვილის განცხადებით, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ. არჩევნები წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონო ოკუპაციის, ეთნიკური წმენდისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას.
“საოკუპაციო რეჟიმის პირობებში ჩატარებული ე.წ. არჩევნები არის არალეგიტიმური და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმებისა და პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედებას წარმოადგენს.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ვერანაირი ე.წ. არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი, სანამ ეთნიკური წმენდის შედეგად ქართველი მოსახლეობა გამოდევნილია, ხოლო იქ დარჩენილ ეთნიკურ აფხაზებზე უკვე ათეული წლებია, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მუდმივად ხორციელდება ზეწოლა. მოვუწოდებთ ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს და ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, მკაცრად დაგმონ ეს ფაქტი.
ჩვენი მთავარი მიზანია, გაგრძელდეს მოლაპარაკებები, რათა მშვიდობიანი გზით მოხდეს აფხაზეთში ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის უპირობო დაბრუნება და აფხაზებთან ერთად, ერთიანი სახელმწიფოს პირობებში ჩვენი საუკუნოვანი ერთობის აღდგენა.
აფხაზეთის მთავრობა მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც ცნობს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და სთხოვს, აღნიშნული ქმედება შეფასდეს სათანადოდ”, – აცხადებს ლევან მგალობლიშვილი.
თაგები:
ლევან მგალობლიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს