ლევან მგალობლიშვილი – ვერცერთი სიტყვა ვერ გადმოსცემს იმ ტკივილს, რასაც ახლა ჭოლარიების ოჯახი და მთელი საქართველო განიცდის


ავტორი
Front News საქართველო
ოკუპირებულ გალში მომხდარ მძიმე ტრაგედიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ძალიან დამწუხრებული და შეძრწუნებული ვარ ტრაგედიით, რომელსაც დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვერცერთი სიტყვა ვერ გადმოსცემს იმ ტკივილს, რასაც ახლა ჭოლარიების ოჯახი და მთელი საქართველო განიცდის.
ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო, ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს, ჩვენ მათ გვერდით ვართ“, – წერს ლევან მგალობლიშვილი.
თაგები:
ლევან მგალობლიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს