ლევან მგალობლიშვილის დავალებით ფოცხოეწერში დევნილი მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფა განხორციელდა


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის დავალებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში დევნილი მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფა განხორციელდა.
აღნიშნული დაპირება ლევან მგალობლიშვილმა რამდენიმე დღის წინ დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების იდენტიფიცირების დროს გასცა. ამ დროისთვის ფოცხოეწერში მცხოვრები ყველა ოჯახი შეშით უზრუნველყოფილია.
მისივე ინიციატივით, დროებით დევნილ მოსახლეობას საჭიროების შესაბამისად უკვე დაურიგდა საკვები პროდუქტები. ადგილზე არსებული სხვა გამოწვევების შესახებ რეაგირება ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქტიური კოორდინაციით მიმდინარეობს.
თაგები:
დევნილები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს