Logo

ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად აირჩიეს

პოლიტიკა
967
Frontnews image description

მოსამართლეთა კონფერენციაზე ლევან მურუსიძე (268 ხმა) და დიმიტრი გვრიტიშვილი (267 ხმა) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად აირჩიეს. 

 

დიმიტრი გვრიტიშვილი კანდიდატად მოსამართლეებმა დაასახელეს, ლევან მურუსიძემ კი საკუთარი კანდიდატურა თავად დააყენა.

 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ადგილები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი გოგინაშვილმა და გოჩა აბუსერიძემ კონფერენციას თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები