
ავტორი
Front News საქართველო
მე დავიკავებ იმ ადგილს, რომელიც მამაჩემს ეკავა და ამ გადაწყვეტილებას და ამ სასჯელს მე და ჩემი ოჯახი მივიღებთ, როგორც პატივს, მსხვერპლს ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კახაბერ მჟავანაძის შვილმა ლევან მჟავანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოსამართლეს დაწერილი მითითებებით გამოაქვს განაჩენი.
"ამ გადაწყვეტილებას ველოდი, ისევე როგორც ყველა სხვა დამსწრე. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არ იყო წმინდა სამართლებრივი საქმე, ეს იყო პოლიტიკური, შესაბამისად, გადაწყვეტილებაც სათანადო იყო - დაშტამპული ხუთი წელი ყველა ბრალდებულის მიმართ.
ჩვენ ვიბრძოლებთ. მე დავიკავებ იმ ადგილს, რომელიც მამაჩემს ეკავა და ამ გადაწყვეტილებას და ამ სასჯელს მე და ჩემი ოჯახი მივიღებთ, როგორც პატივს, მსხვერპლს ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ლევან მჟავანაძემ.
სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულები დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა. ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ასევე დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილს და დავით სტურუას თავისუფლების 5-5 წლით აღკვეთა, ია დარახველიძეს კი 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
თაგები:
ლევან მჟავანაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს