Logo

ლევან ნატროშვილი – ეს არის საშუალება, რისი მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ ის სიმართლე, რაზეც ვსაუბრობთ უკვე არაერთი თვეა

პოლიტიკა
969
Frontnews image description

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო არის ის უმაღლესი ინსტანცია, რომელსაც შეუძლია, რომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღოს და მოჰფინოს ნათელი ამ საკითხს, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ლევან ნატროშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამით შეიძლება დამტკიცდეს ის სიმართლე, რაზეც საუბრობს, არამარტო ქართული სამოქალაქო საზოგადოება, არამედ სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტები.

“სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო არის ის უმაღლესი ინსტანცია, რომელსაც შეუძლია, რომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღოს და მოჰფინოს ნათელი ამ საკითხს და მნიშვნელოვანია, რომ ეს რესურსიც იქნეს გამოყენებული. ეს არის საშუალება, რისი მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ ის სიმართლე, რაზეც ვსაუბრობთ უკვე არაერთი თვეა და ამაზე საუბრობს, არამარტო ქართული სამოქალაქო საზოგადოება, არამედ სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტები“, – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საჩივარი დაარეგისტრირა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები