
ავტორი
Front News საქართველო
ზელენსკიმ საქართველოში ჩამოსვლის წინაპირობად 2021 წელს ბატურინის გათავისუფლება დააყენა და პრეზიდენტმა მისი ეს ულტიმატუმი უპირობოდ შეასრულა. ახლა, ბატურინი ზის კიევში და საქართველოში არეულობის შემსრულებლად გვევლინება, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების შესახებ.
“ყველანაირი ლოგიკური ჯაჭვი სწორედ იმას მიანიშნებს, რომ საქართველოში დიდი არეულობა მზადდება და არეულობა სწორედ უკრაინაში მოქმედი ქართველი აგენტურის ხელით ხორციელდება. თუ არ გახსოვთ, მე გაგახსენებთ, რომ ზელენსკიმ საქართველოში ჩამოსვლის წინაპირობად ბატურინის გათავისუფლება დააყენა, ხოლო მადამ პრეზიდენტმა მისი ეს ულტიმატუმი უპირობოდ შეასრულა. აი ახლა, სალომეს გაშვებული ბატურინი ზის კიევში და საქართველოში არეულობის გეგმების შემსრულებლად გვევლინება. ახლა ვეკითხები ზურაბიშვილს, ნუთუ არ გრძნობ იოტისოდენა პასუხისმგებლობას მაინც?“- წერს ნიკოლეიშვილი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს