
ავტორი
Front News საქართველო
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნების” მიერ “გამჭვირვალობის კანონის” ინიციირების გამო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მმართველ გუნდს განცხადებით მიმართავენ და მოუწოდებენ, კანონი არ მიიღოს.
მისივე თქმით, არასამთავრობოების მთავარი საზრუნავია თანხების გადამალვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დეკლარაციის წელიწადში ერთხელ შევსება მათთვის პრობლემა არ იქნებოდა.
“ოღონდ თვითონ იყვნენ კარგად და შშმ პირებს კი არა ვის არ გამოიყენებენ! ამ მავნებელ გრანტიჭამიებს, გამჭვირვალობის კანონი არც წაკითხული აქვთ და არც ანაღვლებთ, მათთვის მთავარი თანხების დამალვა-მოტეხაა, თორემ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის შევსება ან რა პრობლემა უნდა იყოს ან რა არის ამაში რუსული?!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს