ლევან ნიკოლეიშვილი - ამერიკული FARA-დან ვიგებთ, სად და რაში ხარჯავს "ნაცმოძრაობა“ კოლოსალურ თანხებს


ავტორი
Front News საქართველო
თუ რამეს შეიძლება დაერქვას ტრაგიკომედია, ის გახლავთ, რომ ამერიკული „FARA“-სგან ვგებულობთ, სად და რაში ხარჯავენ „ნაციონალური მოძრაობა“ და კოლექტიური ნაცები უზარმაზარ თანხებს. ლობიზმი იმისათვის, რომ დაარწმუნონ ამერიკელების ერთი ნაწილი, თითქოს საქართველოში საშინელი მდგომარეობაა, ამერიკელების მეორე ნაწილი ამით თავიანთი კომპანიებით სოლიდურ შემოსავალს იღებს. არსებობს მესამე ნაწილი, რომელიც თავის შეშფოთებას ვერ მალავს – რატომ ითხოვს საქართველოს კანონმდებლობა, იგივე ქართული „ფარა“, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან გამჭვირვალობას - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს ორმაგ სტანდარტს და მას დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს.
"თუ რამეს შეიძლება დაერქვას „ტრაგიკომედია“ ის გახლავთ, რომ ამერიკული „FARA“-დან ვგებულობთ ხოლმე თუ სად და რაში ხარჯავენ „ნაციონალური მოძრაობა“ და კოლექტიური ნაცები კოლოსალურ თანხებს. ლობიზმი იმისათვის, რომ დაარწმუნონ ამერიკელების ერთი ნაწილი, რომ საქართველოში საშინელი მდგომარეობა, ამერიკელების მეორე ნაწილი ამაში თავიანთი კომპანიებით სოლიდურ შემოსავალს ღებულობს. არსებობს ამერიკელების მესამე ნაწილი, რომელიც თავის შეშფოთებას ვერ მალავს იგივე ფინანსური გამჭირვალობის მიზნით რატომ ითხოვს საქართველოს კანონმდებლობა (ამერიკულის ანალოგი ქართული „ფარა“) არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ქართულ საზოგადოებას გაუმჟღავნოს რა თანხებს ხარჯავს და რისთვის. ამას ახლა გინდა ორმაგი სტანდარტი დავარქვათ და გნებავთ სამმაგი, ხოლო რამდენად დემოკრატიული მგონი ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს“, - წერს ნიკოლეიშვილი.
თაგები:
ლევან ნიკოლეიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს