Logo

ლევან ნიკოლეიშვილი – არ ვიცი, რად გიღირთ საკუთარი რეპუტაციის განადგურება, თარიღებით ხანჯლაობაც ხომ “ნაცმოს” მოგონილია

პოლიტიკა
1299
Frontnews image description

2019, 2020, 2021 და 2022 წლებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მუხათვვერდის ძმათა სასაფლაოზე აბრძანდებოდა 8 აგვისტოს. მარტივია, გადაავლეთ არქივს თვალი – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

“2019, 2020, 2021 და 2022 წლებში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მუხათვვერდის ძმათა სასაფლაოზე აბრძანდებოდა 8 აგვისტოს. მარტივია, გადაავლეთ არქივს თვალი. ჰოი საოცრებავ, 2023 წელს ის უკვე ღიად და მყარად ჩაჯდა ნაცმოძრაობის ნარატივში და დღეს, 7 აგვისტოს, ისე რომ მხოლოდ ტვ პირველი გააფრთხილა, აბრძანდა მუხათგვერდში და იქედან დაიწყო მორალის კითხვა. ქალბატონო პრეზიდენტო, ნამდვილად არ ვიცი, რად გიღირთ საკუთარი რეპუტაციის განადგურება. ასეთი რა შეიცვალა თქვენს მსოფმხედველობაში, რომ ხაზი გადაუსვით ყველაფერს და დაივიწყეთ გუშინდელი დღე? სირცხვილია უბრალოდ. 

 

ეს თარიღებით ხანჯლაობაც ხომ ნაცმოს მოგონილია, რათა კიდევ უფრო გახლიჩოს და დააპირისპიროს საზოგადოება? თქვენ რატომ მონაწილეობთ ღიად ამ სამარცხვინო პროცესში?!” – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები