
ავტორი
Front News საქართველო
ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა ჯიმ ობრაიენის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ აშშ-ს საქართველო ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად მიაჩნია და შესაბამისად კვლავაც გააგრძელებს ისეთ ურთიერთობას, რაც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა, ამისთვის კი მაქსიმალურად შეეცდება გაუგებრობაში გარკვევას.
მისივე თქმით, ო, ბრაიენს არ მიაჩნია, რომ ეს კანონი რუსულია.
“ო, ბრაიენის განცხადებიდან მე პირადად ასეთი დასკვნა გამოვიტანე: 1. ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ პირს არ მიაჩნია, რომ ეს კანონი არის რუსული, თორემ არ მოერიდებოდა ამის თქმას! 2. ბატონი ო, ბრაიენი ფიქრობს კანონი საჭიროებს გარკვეული შესწორებების შეტანას, რაზეც დაწყებული ირაკლი კობახიძიდან თითქმის მთელი “ქართული ოცნება” გამახსენდა -“გვითხარით რა არ მოგწონთ და ვიმსჯელოთო”, ლამის თითოეული მომიტინგიდან დაწყებული პრეზიდენტით დამთავრებული ყველას ეუბნებიან. 3. არავითარ სანქციებზე არ არის საუბარი. 4 აშშ-ს მიაჩნია, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და შესაბამისად კვლავაც გააგრძელებს ჩვენთან ისეთ ურთიერთობას რაც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა, ამისთვის კი მაქსიმალურად შეეცდება გარკვეული გაუგებრობაში გარკვევას. ახლა ჩნდება შეკითხვა ამერიკელების ამ პოზიციიდან გამომდინარე ზოგიერთი ავანტიურისტი ევროპელი პოლიტიკოსები ხმას ჩაიკმენდენ, თუ ნელ-ნელა დაიწყებენ ფრთხილი პოლიტიკური რევერანსების გაკეთებას”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს