
ავტორი
Front News საქართველო
თუ ოპოზიციის ხელმოცარულობას და არათანმიმდევრულობას დავაკვირდებით, ერთადერთი გზა, რომელიც მათ რჩებათ საარჩევნოდ, არჩევნების დროსა და არჩევნების შემდეგ გახლავთ საბოტაჟისა და პროვოკაციების მოწყობა, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.
“თუ ოპოზიციის ხელმოცარულობას და არათანმიმდევრულობას დავაკვირდებით, ერთადერთი გზა რომელიც მათ რჩებათ საარჩევნოდ, არჩევნების დროსა და არჩევნების შემდეგ გახლავთ საბოტაჟისა და პროვოკაციების მოწყობა. რატომ ? რაც არ უნდა რთულად მოგეჩვენოთ კითხვა “რატომ“, პასუხი მარტივია: რა ქნან რადიკალ-მავნებლებმა, ამომრჩევლის იმედი, რომ ხმათა სერიოზული რაოდენობა მოიპოვონ, მათ არა აქვთ, სანდო პოლიტიკური ბიოგრაფია მათ არა აქვთ, შესაბამისად რჩებათ პროვოკაციები და “გაყალბდა-გაყალბდა” ხრიალი. აქ კი ყველაზე დიდი იმედიც აქვთ რუპორ ტელევიზიები, გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი უცხოელი პატრონ-დამფინანსებლები არიან.
მთავარ შეკითხვაზე პასუხი კი ჩვენ რა უნდა ვქნათ, გახლავთ შემდეგი: არც ხელისუფლებამ და არც ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ უნდა დაუშვათ მათი გეგმის ამუშავება, ისე როგორც თავის დროზე ქვეყნის რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრევის მზაკვრული სცენარის განხორციელება!“, – წერს ნიკოლეიშვილი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს