
ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციას ფეხბურთელების თავიანთ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში ჩართვა უნდოდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ – ბიჭებმა კარგი ფეხბურთი აჩვენეს, მადლობა უთხრეს ბიძინა ივანიშვილს და ფონდ “ქართუს”, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
“ისევ არ გაუმართლა რადიკალურ ოპოზიციას: ჯერ იყო და ჩურჩულით სისინებდნენ, ფეხბურთელების თავიანთ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში ჩართვა უნდოდათ-არ გამოუვიდათ-ბიჭებმა თავის საქმე აკეთეს და კარგი ფეხბურთი გვაჩვენეს. მერე ნიშნის მოგებით იძახდნენ ბიძინა ივანიშვილს დაპირებული თანხის გადახდა მოუწევსო-არა და ბიძინა ივანიშვილმა საჩუქარი უანგაროდ გადასცა ფეხბურთელებს. ახლა კი ოპოზიციის გასაოცრად, როგორც ვაჟკაცთა წესია მადლობაც უთხრეს ბიძინა ივანიშვილს და ფონდ “ქართუს”.
ეს ოპოზიციაში არიან უმადურები, რომელთაგან ზოგი სიკვდილს და შიმშილს გადარჩენის მიუხედავად, თავიანთი სამარცხვინო უმადურობით კრიჭაში უდგანან ივანიშვილს, თორემ ჩვენმა ვაჟკაცებმა ფეხბურთის თამაშიც იციან, სიყვარულის გამოხატვაც და მადლობის თქმაც“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს