
ავტორი
Front News საქართველო
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ამონარიდს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშიდან, სადაც ანგარიშის პოლიტიკურ ნაწილში ნათქვამია, რომ 2020 წლის ივნისს როდესაც დემონსტრანტების მიერ განხორციელდა პარლამენტში შეჭრის მცდელობა, პოლიციამ კანონიერი ძალის გამოყენებით შეაჩერა დემონსტრანტები.
მისი თქმით, საკუთარი ქვეყნის მთავარი ინსტიტუციის პოზიციას რომ დაუპირისპირდები, ვფიქრობ ხალხისთვის მცირე განმარტება მაინც უნდა გაკეთო, რატომ ხარ ამ პოზიციაზე.
“ეს ამონარიდი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიდან ყველაზე მკაფიოდ აჩვენებს ელჩი დეგნანის გუშინდელ უმძიმეს შეცდომას. მაშინ როდესაც, სახდეპმა მკაფიოდ თქვა, რომ ივნისის მოვლენები იყო რადიკალური ოპოზიციის შტურმი სახელმწიფოზე, ხოლო ამხელა რანგის დიპლომატი იყენებს ნაცმოძრაობის ტერმის “გავრილოვის ღამე”, კარგად ჩანს, თუ საით დგას ეს ქალბატონი…. საკუთარი ქვეყნის მთავარი ინსტიტუციის პოზიციას რომ დაუპირისპირდები, ვფიქრობ ხალხისთვის მცირე განმარტება მაინც უნდა გაკეთო, რატომ ხარ ამ პოზიციაზე…”- წერს ნიკოლეიშვილი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს