ლევან ნიკოლეიშვილი – დღე არ გავა ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია ან ევროპელები უცნაურ სკანდალში არ გაეხვიონ


ავტორი
Front News საქართველო
ხელისუფლებამ გამჭვირვალობის ქართული კანონი არათუ მიიღო, მერე დე ფაქტო პრეზიდენტის ვეტოც დაძლია. თან დაამატა: ეს თქვენთვის არის ამერიკელი თუ ევროპელი მაღალჩინოსნები ღმერთთან გაიგივებული, ჩვენთვის კი უზენაესი უფალია, ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესები და ქართველი ხალხიაო, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, საინტერესოა, რომ თითქმის ყოველდღე, აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელი ან ევროპელი მაღალჩინოსანი სკანდალში არ გაეხვეს, რის გამოც, მომავალი ხელისუფლება მათ პასუხს აუცილებლად მოსთხოვს.
“ამაზე მეტმა ვინ უნდა გითხრათ, თვით აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მოგიწოდათ…” – ისმოდა ხშირად ოპოზიციის, არასამთავრობოებისა თუ ე.წ. ჟურნალისტების მხრიდან „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მისამართით. არ დაუჯერა არც მათ და არც ბატონ ბლინკენს, ხელისუფლებამ და გამჭვირვალობის ქართული კანონი არათუ მიიღო, მერე დე ფაქტო პრეზიდენტის ვეტოც დაძლია. თან დაამატა: ეს თქვენთვის არის ამერიკელი თუ ევროპელი მაღალჩინოსნები ღმერთთან გაიგივებული, ჩვენთვის კი უზენაესი უფალია, ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესები და ქართველი ხალხიაო. ისე საინტერესოა, რომ თითქმის დღე არ გავა ან ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია, ან ევროპელები რაღაც უცნაურ სკანდალში არ გაეხვიონ, თან ისეთებია, რომლის გამო პასუხს მომავალი ადმინისტრაცია აუცილებლად მოსთხოვს, არც ევროპელებს გადაუსვამენ ხელს მომავალი ხელისუფლებები. ზოგს კონგრესმენები დებენ ბრალს ნეპალში ათეიზმს რატომ ავრცელებდიო, ზოგსაც ეკითხებიან შენს საგარეო საქმეთა მინისტრი სხვა ქვეყნის ანტისამთავრობო მიტინგზე რატომ იყოო… ესტონეთის პრემიერს, მეუღლე სანქცირებულ რუსეთში ბიზნესით ფულს რატომ შოულობსო, ერთხელ კი კითხეს და მე არ ვიცოდიო, ახლა კი გავიგე მაგრამ რატომ უნდა გადავდგე, ქმარს აქვს ბიზნესი მე ხომ არაო… ამიტომაც ჰყარს ის ძაღლის თავი, ჩვენთან არეულობის მოსაწყობად რომ დამარხეს…” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
თაგები:


ლევან ნიკოლეიშვილი – თუ ოპოზიციას ან სხვა შარლატანებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ აინტერესებთ, ან მის ნაწილად არ მიაჩნიათ თქვან პირდაპირ – მათ გარეშე NATO-ში , ფაქტობრივად მათ აღიარებას ნიშნავს

ლევან ნიკოლეიშვილი – ჩვენ რა პირით და ნამუსით გვიწუნებთ ან სასამართლო სისტემას, ან ადამიანის უფლებების დაცვაზე როგორ გვესაუბრებით ან საარჩევნო სისტემაზე?

ლევან ნიკოლეიშვილი – დღეს ქონების წართმევის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება, მაგრამ ამ ხელისუფლებას სადამსჯელო ზომებით ემუქრებით