
ავტორი
Front News საქართველო
“მეთიუ მილერს რომ დაუსვან შეკითხვა – თქვენივე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით საქართველოს წინა ხელისუფლების დროს “იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც გამჭვირვალე არ იყო, იძულებით ხდებოდა”, მაგრამ მიუხედავად ამისა წინა ხელისუფლებას მაინც დემოკრატიის შუქურას უწოდებდით, რით იყო ეს გამოწვეული, საინტერესო რას უპასუხებს“, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შესახებ, სადაც საუბარია, რომ „საქართველოში ექსპროპრიაციის მსგავსი დავები გავრცელებული არ არის, თუმცა წინა ხელისუფლების დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც, სავარაუდოდ, იძულებით ხდებოდა“.
მისი თქმით, წინა ხელისუფლება მათი მონა-მორჩილი იყო და ამჟამინდელი კი უფრო ეროვნული ინტერესების და დამოუკიდებლობის დაცვაზე ორიენტირებული, შესაბამისად ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის კრიტიკა და უკმაყოფილებაც ამითაა გამოწვეული.
“მეთიუ მილერს, ტრადიციულ ბრიფინგზე, რომ დაუსვან შეკითხვა, თქვენივე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით საქართველოს წინა ხელისუფლების დროს “იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც გამჭვირვალე არ იყო, იძულებით ხდებოდა”, მაგრამ მიუხედავად ამისა წინა ხელისუფლებას მაინც დემოკრატიის შუქურას უწოდებდით, რით იყო ეს გამოწვეული, საინტერესო რას უპასუხებს. დღეს რომ პირდაპირ ვთქვათ ქონების წართმევის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება , მაგრამ მაინც ამ ხელისუფლებას აკრიტიკებთ და სადამსჯელო ზომებით ემუქრებით, ეს რითაა გამოწვეული ამაზე რას გვიპასუხებს… ალბათ, რაღაც ისეთს რაც ჯერ არ გაგვიგია ან უბრალოდ მოითხოვს შემდეგი კითხვა დაუსვან. ჩვენი კი ვიცით პასუხი – მიუხედავად ყველაფრისა, წინა ხელისუფლება მათი მონა-მორჩილი იყო და ამჟამინდელი კი უფრო ეროვნული ინტერესების და დამოუკიდებლობის დაცვაზე ორიენტირებული, შესაბამისად ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის კრიტიკა და უკმაყოფილებაც ამითაა გამოწვეული“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს