
ავტორი
Front News საქართველო
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომ უკრაინაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა და აქედან გამომდინარე, არახამიასა თუ სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას ქართული მხარე არ აპირებს.
ნიკოლეიშვილის განცხადებით, დავით არახამიას ნათქვამს სერიოზული მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს, თუმცა, ის, რომ უკრაინა დღეს არახამიას მსგავსი პირების ხელშია, დიდი ტრაგედიაა.
“ავანტიურისტი არახამია რას იტყვის თუნდაც იმიტომ არ არის საინტერესო, რომ ამ სუბიექტს ჯერ ის ვერ გაურკვევია ეროვნებით ვინ არის – იმ ქვეყნის ენა (ქართული) მან არ იცის საიდანაც “ფესვები“ გააჩნია, ასევე არ იცის ის ენა (უკრაინული) სადაც ცხოვრობს და დიდი ფულს შოულობს, სამაგიეროდ ყველაზე კარგად იმ ენაზე (რუსულზე) მეტყველებს, რომელთანაც “მის ქვეყანას” ომი აქვს! მთავარი კი ის არის, რომ ჯიბეში ამერიკული პასპორტი უდევს, ალბათ ყოველ შემთხვევისათვის, თუ საჭირო გახდება სწორედ იქ რომ გაქუსლოს. ახლა, ვინმე თუ ფიქრობს მის ნათქვამს რამე სერიოზული მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს, ეს უკვე მისი ვიწრო პოლიტიკური აზროვნების გამოხატულებაა. დღეს უკრაინა ასეთი ხალხის ხელში რომ არის, ეს რუსეთთან ომზე არანაკლები ტრაგედია გახლავთ”, – წერს ნიკოლეიშვილი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს