Logo

ლევან ნიკოლეიშვილი – ერთხელ და სამუდამოდ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, დამნაშავეებმა კი კანონის წინაშე აგონ პასუხი

პოლიტიკა
17.02.2025 / 13:58
Frontnews image description

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა რომ აუცილებელი გახლდათ, ეს მისი მუშაობის პირველ დღესვე დადასტურდა, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

“იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის განცხადებით, „ევროსასამართლოში ქართულმა არასამთავრობოებმაც შეიტანეს საქართველოს წინააღმდეგ საჩივრები – მაგალითად საქართველოს ედავებოდნენ, რომ ცხინვალი დაბომბეს ე.წ. გრადებით და შედეგად იქ მოსახლეობა დაიღუპა“ – ცხადია ეს იყო მიზანმიმართული ქმედება საქართველოს წინააღმდეგ, რასაც მეტ-ნაკლები წარმატებით დღესაც ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მეორე არანაკლები მავნებლობა იყო ისკანდერის ნაწილების სპეციალურად გადამალვა- „აგვისტოს ომთან დაკავშირებით, მთელ რიგ საქმეებზე მტკიცებულებები არ იყო საქმეში, მათ შორის „ისკანდერის“ ნაწილიც, ჩვენ წლების შემდეგ მოგვიწია მტკიცებულებების მოპოვება.“

ამ ყველაფრის ჩამდენი ადამიანები, პოლიტიკოსებისა თუ მედიის მანტია მოსხმულები დღესაც ცდილობენ ქვეყნის დაზარალებას. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, დამნაშავეებმა კი კანონის წინაშე აგონ პასუხი”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

თაგები:

Advertisement