ლევან ნიკოლეიშვილი - ეს ის ხალხია, რომელიც საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვასაც ნატრულობდა და ახლაც ნატრულობს


ავტორი
Front News საქართველო
წავიდა მათი ღვარძლიანი ნიაღვარი პრეზიდენტ ტრამპის მიმართულებით, ეს ის ხალხია, რომელიც საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვასაც ნატრულობდა და ახლაც ნატრულობს, - ამის შესახებ "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში გია ნოდიას, რომან გოცირიძისა და დავით დარჩიაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით წერს.
"რას გადაწყვეტს ზელენსკი, უფრო სწორედ კი მისი ევროპელი ბატონები და „დიფ სთეითი,“ დათნხმდებიან თუ არა ომის დასრულებას ჯერჯერობით უცნობია. ბევრ მიზეზთა გამო შესაძლოა, ომი ისევ გაგრძელდეს, გაგრძელდეს კაცის კვლა, სისხლის ღვრა, ქალაქების ნგრევა და უბედურება, მაგრამ სამაგიეროდ გაიზრდება ომის მომხრე, კაცთმოძულეთა ანგარიშები და ფინანსები. ასეთი სცენარის განვითარების სურვილს, საქართველოში მყოფი უსამშობლოები როგორ ჩამორჩებოდნენ, შესაბამისად წავიდა მათი ღვარძლიანი ნიაღვარი პრეზიდენტ ტრამპის მიმართულებით, აქაოდა, როგორ ბედავს ამერიკის პრეზიდენტი მშვიდობაზე საუბარს, როცა რუსებთან ბრძოლა თურმე ბოლო უკრაინელამდე შეიძლებაო. ეს ის ხალხია, რომლებიც საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვასაც ნატრულობდნენ და ახლაც ნატრულობენ, ოღონდ არა საკუთარი ოჯახის წევრების მონაწილეობით, ასეთ შემთხვევაში ქართველები, საქართველო კი მათ არ ენაღვლებათ.
ჩემი ნება, რომ იყოს ამ კატეგორიის „ხალხს“ უკრაინის ფრონტზე, წინა ხაზზე გავყრიდი, მანამდე კი რომელიმე ქართულ სამხედრო პოლიგონზე დღედაღამ სანგრებს ვათხრევინებდი პატარა ბავშვის სათამაშო ნიჩბებით, არ მგონია ჭკუაზე მოსულიყვნენ, თუმცა კარგი პრეტენდენტი იქნებოდა მათნაირად „მოაზროვნებისათვის,“ რახან სხვის მსხვერპლეშეწირვაზე და დასფლავებაზე ფიქრობენ, მანამდე მიწაზე მუშაობაც, სანგრების თხრით ისწავლონ“,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
თაგები:
ლევან ნიკოლეიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს