
ავტორი
Front News საქართველო
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის მიერ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ამ კგბ-ს ჩანერგილ რომან გოცირიძეს ეტყობა დაავიწყდა თავისი წარსული…. დაავიწყდა ვიცეპრემიერობის დროს გამოტანილი კუპონებით კერძო ბანკი რომ გახსნა ძმაკაცებთან ერთად, მერე გაფარჩაკებული კუპონები რომ მიაბრუნეს უკან და გაკოტრებულად გამოცხადებული ბანკის ფულით ამერიკაში მოხია?! თუ “ნაციონალური მოძრაობის” დროს ბანკის საცავი რომ “დაწვა” არალეგალურად გატანილი დოლარების დასაფარად… ხალხს სხვა ისტორიებიც ახსოვს: ყამირზე ფულების კეთების გამო რომ გარიცხეს კომუნისტური პარტიის რიგებიდან და დისიდენტობა დაიბრალა – “სახალხო ფრონტში” გაიპრავა დისიდენტობა. თუ დისერტაცია რომ ჩაუვარდა და ალექსანდრე კუჭუხიძემ ბიულეტენების ყუთი რომ გაიტაცა და უკან ერთი შავჩაგდებულით რომ დააბრუნა…
ეხ, რომან რომან, იმდენი და ისეთებია შენს ვირეშმაკობაზე მოსაყოლი და დასაწერი, ერთი დიდი საგამოძიებო ფილმი არ ეყოფა. ეს “კუპონა ულვაშა”, გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო არა?” – წერს ნიკოლეიშვილი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს