ლევან ნიკოლეიშვილი – გახარია და მისი პარტია უცნაურ თამაშს თამაშობს, რომელიც სამწუხაროდ, ღალატზე, ფლიდობაზე და მანიპულაციებზეა დაყრდნობილი


ავტორი
Front News საქართველო
„ისე რა „სიმბოლურია,“ გახარია გადადგა ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს, რომელმაც საქართველოში „კაცად“ აქცია, ისე სწორედ ასე იციან ასეთებმა ღალატი, სხვანაირად არც შეუძლიათ, იმიტომ რომ ასე იციან!“- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი. მისი თქმით გახარია უცნაურ თამაშს თამაშობს ქართულ პოლიტიკურ ველზე. ადამიანი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერი და ქვეყნის პრემიერ გახლდათ, მოულოდნელად იღებს გადაწყვეტილებას, რომ გადადგეს! გადადგეს იმის გამო არ დაეკავებინათ ნიკანორ მელია, რითაც თითქოს და არეულობას აარიდა ქვეყანას-არა და სულ რაღაც ერთ წელიწადში სწორედ ნაცებთან ალიანსში დაფიქსირდა მისი პარტია.
„აგერ უკვე ერთი წელი გავიდა მას მერე, რაც ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში კიდევ ერთი, უცნაური და ანომალიური ფაქტი დაფიქსირდა. პოლიტოლოგებს, ზოგადად პოლიტიკის საკითხებით დაინტერესებულ პირებს მასალა არ გველევა, უბრალოდ იმდენად სწრაფად და მოულოდნელად ვითარდება მოვლენები, ერთი კარგი სახელმძღვანელოს შექმნას ვერ ვასწრებთ, თუმც ერთი კი ცხადზე ცხადია თავში ან ქვეთავში, რომელსაც პირობითად ერქმევა როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი, საპატიო ადგილს, ბატონი გიორგი გახარიაც დაიკავებს უკვე ცხადზე უფრო ცხადია. ადამიანი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერი და ქვეყნის პრემიერ გახლდათ, მოულოდნელად იღებს გადაწყვეტილებას, რომ გადადგეს! გადადგეს იმის გამო არ დაეკავებინათ ნიკანორ მელია, რითაც თითქოს და არეულობას აარიდა ქვეყანას-არა და სულ რაღაც ერთ წელიწადში სწორედ ნაცებთან ალიანსში დაფიქსირდა მისი პარტია. ნაცებს შეეკრა და რამდენიმე მუნიციპალიტეტში ოცნებას წაართვა უმრავლესობა. დაგამთავრეთო ეუბნებოდა ნაცებს, და სულ მალე „ შემთხვევით“ გახარია და სააკაშვილი ერთ და იმავე სასტუმროში აღმოჩნდნენ ამერიკაში. კახი კალაძეს არ შევხვედრივარო და არც მერად არ ვაყენებ ჩემს კანდიდატურასო, და კანდიდატურაც დააყენა 9 % პროცენტიც ჩამოაკლო ოცნების კანდიდატს, აქაც ნაცების სცენარით ითამაშა და მეორე ტურის აუცილებლობის წინაშე დააყენა დედაქალაქის მერის არჩევნები, თუმცა მეორე ტურში პირწმინდად წააგეს კახი კალაძესთან. დღეს გახარია და მისი პარტია უცნაურ თამაშს თამაშობს ქართულ პოლიტიკურ ველზე, რომელიც სამწუხაროდ ღალატზე, ფლიდობაზე და მანიპულაციებზეა დაყრდნობილი, მთავარი კი ისაა რომ ნაცებთან კურკური და ჩახუტება არც მის პოლიტიკურ კრედოს წაადგება (თუ აქვს საერთოდ ასეთი!) და არც ქვეყნის პოლიტიკას! ისე რა „სიმბოლურია,“ გახარია გადადგა ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს, რომელმაც საქართველოში „კაცად“ აქცია, ისე სწორედ ასე იციან ასეთებმა ღალატი, სხვანაირად არც შეუძლიათ, იმიტომ რომ ასე იციან!“- წერს ნიკოლეიშვილი.
თაგები:


გიორგი გახარია – ერთადერთი და პირველი პარტია ვიქნებით, რომელიც შექმნილია ფასეულობებზე და სოციალურ ბაზაზე

ლევან ნიკოლეიშვილი – ტყუილი, რომელიც გამიზნულია საქართველოში არეულობის და რევოლუციის მოსაწყობად, სამწუხაროდ მხარდაჭერილი იქნა გარკვეული ძალების მიერ

ლევან ნიკოლეიშვილი – იმის გამო, რომ ირაკლი კობახიძემ ფაქტობრივი ინფორმაცია მოიყვანა პოლიტიკური კონტექსტის ასახსნელად, მას თავს დაესხა ომის და ღალატის პარტია