
ავტორი
Front News საქართველო
“ეს ის ხალხია, რომლებიც სააკაშვილისა და რადიკალების ნავში სხედან, ასე რომ მათი მოსაზრებები იგივეა, რასაც რადიკალები ამბობენ; ამ ადამიანების უმეტესობა ოფიცალურად ლობირებს ნაცებს და შესაბამისად ამ საქმეში დიდ ფულსაც იღებენ”- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ვაშაძის განცხადებას, ევროპარლამენტარები პროგნოზირებენ, რომ ქართველი ხალხი შეიძლება არჩევანის წინაშე დადგეს: „ქართული ოცნება” ან ევროკავშირი.
“როგორც გიორგი ვაშაძე ამბობს, ევროპარლამენტარები პროგნოზირებენ, რომ ქართველი ხალხი შეიძლება არჩევანის წინაშე დადგესო „ქართული ოცნება” ან ევროკავშირიო ! ეს „ისტორიული მუქარა“, კუბილიუსთან ერთად გადაღებულ სურათით არის გამაგრებული. ეს ის შემთხვევა, რომელზეც არც გეცინება და არ გეტირება, უბრალოდ ჯონჯოლის ამბავი გახსენდება: ჯონჯოლი თუ არის სუფრაზე კარგია, თუ არ არის არც არავინ ამბობს ჯონჯოლი არ იყოო. სწორედ ასეა, თუ იმ ევროპარლამენტარებმა თქვეს ის, რასაც ვაშაძე ამბობს, მაშინ: • ამ ევროპარლამენტარებმადიდი ხანია დაკარგეს ჩვენს საზოგადოებაში ნდობაც და ავტორიტეტიც; • ეს ის ხალხია, რომლებიც სააკაშვილისა და რადიკალების ნავში სხედან, ასე რომ მათი მოსაზრებები იგივეა, რასაც რადიკალები ამბობენ; • ამ ადამიანების უმეტესობა ოფიცალურად ლობირებს ნაცებს და შესაბამისად ამ საქმეში დიდ ფულსაც იღებენ; • ზოგიერთ ევროპარლამენტარს, იმდენად აქვს ჩვენთან სახელი გატეხილი, მათი მხრიდან ევროკავშირის სახელით, რამე განცხადებიის გაკეთება უბრალოდ მკრეხელობაა, და სერიოზულადაც არავინ აღიქვამს. მე პირადად კი ამ ევროპარლამენტარების განცხადებით, ისე შევშფოთდი, კინაღამ ავღშფოთდი! გნებავთ პირიქით ისე ავღშფოთდი, რომ შევშფოთდი და ამიტომაც დავწერე ეს ყველაფერი!”- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს