ლევან ნიკოლეიშვილი - გვახსოვს რა დღეში იყო ოპოზიცია, ხელისუფლება ეუთო/ოდირს არ იწვევს არჩევნებზეო, აჰა, აუსრულდათ სიხარული

ავტორი
Front News საქართველო
გვახსოვს ალბათ, რა დღეში იყო და არის ოპოზიცია, არასამთავრობოები და მათი პროპაგანდისტი „რუპორ“ ტელევიზიები, ხელისუფლება ეუთო/ოდირს არ იწვევს არჩევნებზე დამკვირებლებადო. თითქოს ეს იყო ბოლო საკითხი რაც მათ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისათვის სჭირდებოდათ. აჰა, აუსრულდათ ცელქებს სიხარული და დღეს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიუხედავად ყველაფრისა ეუთო/ოდირის მისიას შეუძლია ჩამოვიდეს დამკვირებლად, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
ნიკოლეიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისგან და ცესკოსგან სრული მზაობა და გამჭვირვალობაა არჩევნების ჩასატარებლად, საკითხავი კი ისაა, თუ შემდეგ კიდევ რა მიზეზს მოიგონებენ ოპოზიციის წარმომადგენლები.
"გვახსოვს ალბათ, რა დღეში იყო და არის ოპოზიცია, არასამთავრობოები და მათი პროპაგანდისტი „რუპორ“ ტელევიზიები, ხელისუფლება ეუთო/ოდირს არ იწვევს არჩევნებზე დამკვირებლებადო. თითქოს ეს იყო ბოლო საკითხი რაც მათ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისათვის სჭირდებოდათ. აჰა, აუსრულდათ ცელქებს სიხარული და დღეს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიუხედავად ყველაფრისა ეუთო/ოდირის მისიას შეუძლია ჩამოვიდეს დამკვირებლად. რატომაც არა, ცესკო ტექნიკურად სრულად გამართულია არჩევნების ჩასატარებლად, გამჭვირვალობა და ღიაობა კი ისედაც არ აკლიათ. ასე რომ, "პრობლემას" არავის არ ვუქმნით, პირიქით ხელისუფლებიდან და ცესკოდან მაქსიმალური ხელშეწყობაა არჩევნების უმაღლეს დონეზე ჩასატარებლად, აი, მერე რა მიზეზს მოიგონებენ, ეს უკვე ნაცნობი და ძალიან გაცვეთილი იაფ ფასიანი სცენარია“,- წერს ნიკოლეიშვილი.
თაგები:
ლევან ნიკოლეიშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


