
ავტორი
Front News საქართველო
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქსტატუსს ეხმაურება, სადაც ზურაბიშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ “თუ ესოდენ გვაინტერესებს ქართული წარმოშობის თანამემამულეების ბედი, საინტერესოა, რატომ ვერაფრით მივაღწიე შედეგს იუსტიციასთან ოთხწლიანი მოლაპარაკებებით, ანუ იმას, რომ გამარტივდეს მოქალაქეობის მინიჭება, რათა ხელოვნურად, გაუგებარი ტესტებით არ ვართულებდეთ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას, ან მინიჭებას“.
ნიკოლეიშვილის შეფასებით, პრეზიდენტი ამ განცხადებით ხელისუფლების დაზიანებას ცდილობს.
“ქალბატონო პრეზიდენტო,
როდესაც განცხადებას ამ სიტყვებით იწყებთ და ყველა შემთხვევაში ცდილობთ ხელისუფლების დაზიანებას, იქნებ ჩამოყალიბდეთ, პრეზიდენტი ხარ თუ ოპოზიციის წარმომადგენელი?“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს