
ავტორი
Front News საქართველო
კანცლერ შოლცს “აგენტების კანონი” არ უხსენებია, სასწრაფოდ უნდა გაირკვეს ვინ თარგმნიდა მის საუბარს, რომ ამ პოლიტიკურ სკანდალს ნათელი მოეფინოს, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“პრემიერ კობახიძის და კანცლერ შოლცის პრესკონფერენციას გერმანულ ენაზე ვუსმინე. შემდეგ ჩავრთე ქართული არხი და კიდევ ერთხელ ვუსმინე ქართულად. ის, რაც თარჯიმანმა იკადრა, არის მიზანმიმართული ბოროტება! კანცლერ შოლცს “აგენტების კანონი” არ უხსენებია.
საქართველოს მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გაარკვიოს ვინ თარგმნიდა კანცლერის საუბარს და ჩართოს ყველა არხი და საშუალება, რომ ამ პოლიტიკურ სკანდალს ნათელი მოეფინოს!“- წერს ნიკოლეიშვილი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს