
ავტორი
Front News საქართველო
ერთ მხარეზე დგას მამუკა მდინარაძე, რომელსაც მგონი დღიდან მისი პოლიტიკაში მოსვლისა, რას არ აბრალებენ და როგორც წესი, ტყუილი აღმოჩნდება ხოლმე, მეორე მხარეს კი „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ზონდერებით, პროვოკატორებით, და ფეიკ-ტელევიზიებით – წერს ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, მამუკა მდინარაძე იმ გუნდს წარმოადგენს, რომელმაც ომი არ დაუშვა ამ ქვეყანაში, საპირისპირო მხარეს კი ისინი არიან, ვისაც ომი და არეულობა უნდათ საქართველოში.
“ძნელია, როცა ასეთ სიტყვებს და შეურაცხყოფას ისმენ შენი მისამართით, რომელ თმენის ვალდებულებაზე უნდა ვისაუბროთ? ერთ მხარეზე დგას მამუკა მდინარაძე, რომელსაც მგონი დღიდან მისი პოლიტიკაში მოსვლისა, რას არ აბრალებენ და როგორც წესი, ტყუილი აღმოჩნდება ხოლმე, მეორე მხარეს კი „ნაციონალურ მოძრაობა“ თავის ზონდერებით, პროვოკატორებით და ფეიკ-ტელევიზიებით! გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბატონი მამუკა იმ გუნდს წარმოადგენს, რომელმაც ომი არ დაუშვა ამ ქვეყანაში, საპირისპირო მხარეს კი ისინი არიან, ვისაც ომი და არეულობა უნდათ საქართველოში. ახლა ზოგს, პოლიტიკოსის, ზოგს ჟურნალისტის, ზოგსაც მებრძოლის მანტია აქვს მოსხმული, რაც ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფრის უფლება აქვთ, ამიტომაც, პასუხსაც შესაბამისს და ადეკვატურს ღებულობენ“, – წერს ნიკოლეიშვილი facebook – ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს