
ავტორი
Front News საქართველო
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე მიხეილ სარჯველაძის დანიშვნას სოციალურ ქსელში აფასებს.
მისი განცხადებით, სარჯველაძეს საქმისადმი სერიოზული მიდგომა, პროფესიონალიზმი და პატიოსნება ახასიათებს, ამის გარდა, მას მენეჯერული გამოცდილებაც გააჩნია.
“ახალ ჯანდაცვის მინისტრს, წარმატებებს ვუსურვებ! ამ ადამიანს გარდა იმისა, რომ შესანიშნავი განათლება გააჩნია, ახასიათებს ნებისმიერი საქმისადმი საკმაოდ სერიოზული მიდგომა, პროფესიონალიზმი და პატიოსნება. ახლა ამ ყველაფერს მის მენეჯერულ გამოცდილებასაც თუ დაუმატებთ, ადვილი მისახვედრია, რომ ბატონი მიხეილ სარჯველაძე მართლაც წარმატებული მინისტრი იქნება”, – წერს ნიკოლეიშვილი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს