Logo

ლევან ნიკოლეიშვილი – მიზანშეწონილად მიმაჩნია, უახლოეს საპარლამენტო სხდომაზე მოხდეს ელისაშვილისთვის საპარლამენტო საქმიანობის შეჩერება

პოლიტიკა
363
Frontnews image description

სალომე ზურაბიშვილისა და გარკვეული უცხოელი თუ ადგილობრივი, არეულობის და დესტაბილიზაციის ხელშემწყობების მიერ ხდება ელისაშვილისნაირების მუხანათური და მიპარვით თავდასხმების მხარდაჭერა, ქვეყანაში დაძაბულობის, ადამიანების შორის დაპირისპირების და პოლარიზაციის ხელოვნური წარმოქმნა, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე მამუკა მდინარაძეზე თავდასხმის ფაქტს.

 

“ელისაშვილის, ავაზაკური თავდასხმა მამუკა მდინარაძეზე, არის იმ წამქეზებლობის შედეგი, რასაც ახორციელებს პირველ რიგში სალომე ზურაბაშვილი. დიახ, სალომე ზურაბიშვილის მიერ ხდება ამნისტიით სხვადასხვა ჯურის მკვლელებისა და ავაზაკების, მათ შორის პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობისათვის გასამართლებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება. სალომე ზურაბიშვილისა და გარკვეული უცხოელი თუ ადგილობრივი, არეულობის და დესტაბილიზაციის ხელშემწყობების მიერ ხდება ელისაშვილისნაირების მუხანათური და მიპარვით თავდასხმების მხარდაჭერა, ქვეყანაში დაძაბულობის, ადამიანების შორის დაპირისპირების და პოლარიზაციის ხელოვნური წარმოქმნა. მიზანშეწონილად მიმაჩნია, უახლოეს საპარლამენტო სხდომაზე, მოხდეს ელისაშვილისთვის საპარლამენტო საქმიანობის შეჩერება, სადეპუტატო იმუნიტეტის ჩამორთმევა, თუკი ასეთ არსებებს არ შეუძლიათ დეპუტატისთვის შეუფერებელი ქცევა და საუბარი, მისი ადგილი საკანონმდებლო ორგანოში არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს. 

 

ისე ერთიც უნდა ითქვას, ელისაშვილს, ადრე თურმე სამხედრო უნდოდა რომ ყოფილიყო, არავის დაუშლია, მაგრამ ჯარში მაინც არ წავიდა, ალბათ ხვდებოდა, რომ მისნაირების ადგილი იქ არ იყო. მოგვიანებით უკრაინაშიც წავიდა საომრად, თუმცა მალევე  უკან ჩამოვიდა, ისევ  მიხვდა, რომ არც იქ იყო მისი ადგილი, თორემ უკრაინას ჯერ რუსები არ დაუმარცხებია, და ან რას დაამარცხებს თუკი ასეთ ავაზაკებს რომ ღებულობს ხოლმე თავის რიგებში, ხან ჯარში და ხანაც სამოქალაქო სექტორში. ბოლოს კი მოვუწოდებ ხელისუფლებასა და შესაბამის ორგანოების წარმომადგენლებს მოახდინონ ქვეყანაში არეულობისა თუ ნებისმიერი სახის დესტაბილიზაციის პრევენცია და ხოლო მართლწესრიგის ნებისმიერი სახის დარღვევაზე კანონიერი რეაგირება“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები