ლევან ნიკოლეიშვილი – ნარკოპოლიტიკის გამკაცრება და ნარკოტიკების გამსაღებელთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნამდვილად მამულიშვილური საქმეა


ავტორი
Front News საქართველო
როცა სახელმწიფოს აშენებ, ნამდვილად მისასალმებელი პირობაა, რომ შენი ქვეყანა დაცული იყოს, ამ მხრივ მის უსაფრთხოებაზე, თავდაცვისუნარიანობაზე, ეკონომიკურ მდგრადობაზე თუ ენერგოდამოუკიდებლობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ამ სახელმწიფოში ჯანსაღი თაობა იზრდებოდეს, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დაანონსებულ ანტინარკოტიკულ რეფორმას.
ნიკოლეიშვილის თქმით, ნარკოპოლიტიკის გამკაცრება და ნარკოტიკების გამსაღებელთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნამდვილად მამულიშვილური საქმეა.
“როცა სახელმწიფოს აშენებ, ნამდვილად მისასალმებელი პირობაა, რომ შენი ქვეყანა დაცული იყოს, ამ მხრივ მის უსაფრთხოებაზე, თავდაცვისუნარიანობაზე, ეკონომიკურ მდგრადობაზე თუ ენერგოდამოუკიდებლობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ამ სახელმწიფოში ჯანსაღი თაობა იზრდებოდეს. შესაბამისად ნარკოპოლიტიკის გამკაცრება და ნარკოტიკების გამსაღებელთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნამდვილად საშური და მამულიშვილური საქმეა. ჩვენ პატარა ქვეყნის მცირერიცხოვანი ერი განათლებაზე, ტექნოლოგიების განვითარებაზე და სპორტულ მიღწევებზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, რისი დიდი ნიჭიც და პოტენციალიც გაგვაჩნია, ეს ყველაფერი კი საქართველოს კეთილგონივრული განვითარების წინაპირობაა”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს