
ავტორი
Front News საქართველო
ალასანია ღიად ერევა პოლიტიკაში, დადის ნაცმოძრაობის ოფისში, ნიშნავს და ათავისუფლებს კადრებს შვილის პარტიაში და ატარებს საკუთარ ინტერესებს… აი, ამიტომ აქვთ ატეხილი ვაი ვიში ნაცებს, ამიტომ იპუტავენ ყველაფერს, ოღონდ ეს კანონი არ მიიღოს მმართველმა გუნდმა, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიხელის სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას შესახებ სოციალურ ქსელში.
ნიკოლეიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ რატომღაც ავიწყდებათ სააკაშვილის დედა გიული ალასანიამ, რომელმაც შვილის ძალაუფლებით გაძარცვა ქვეყანა და დიდძალი ქონება დააგროვა.
“ოლიგარქებზე და ოლიგარქიაზე როდესაც ვსაუბრობთ, ყველას რატომღაც ავიწყდება სააკაშვილის დედა, რომელმაც შვილის ძალაუფლებით გაძარცვა ქვეყანა და დიდძალი ქონება დააგროვა. დიახ, გიული ალასანია არის კლასიკური ოლიგარქი. მას აქვს ბევრი ფული, მისი კომპანია ( უნივერსიტეტი ) ფლობს მედიას, კერძოდ კი მთავარი არხის წილებს. ასევე ალასანია ღიად ერევა პოლიტიკაში, დადის ნაცმოძრაობის ოფისში, ნიშნავს და ათავისუფლებს კადრებს შვილის პარტიაში და ატარებს საკუთარ ინტერესებს… აი, ამიტომ აქვთ ატეხილი ვაი ვიში ნაცებს, ამიტომ იპუტავენ ყველაფერს, ოღონდ ეს კანონი არ მიიღოს მმართველმა გუნდმა“, – წერს ნიკოლეიშვილი facebook – ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს