ლევან ნიკოლეიშვილი - ყველაზე დიდი უტიფრობა ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილს დააბრალო მედიის მიტაცება-შეზღუდვა

ავტორი
Front News საქართველო
"დიფ სთეითის“ მართულმა ორგანიზაციამ „ რეპორტიორები საზღვრის გარეშე“-მ აღმოაჩინა "დიდი დანაშაული", რომ თურმე ბიძინა ივანიშვილს მიტაცებული ჰქონია მედია საშუალებები. მართლა მართულები თუ არ არიან, უკრაინაში და მოლდოვაში ათეულობით დახურულ თუ გაუქმებულ ტელევიზიებს ვერ ხედავენ და საქართველოში სად იპოვეს მიტაცებული მედია? - წერს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.
მისივე შეფასებით, ყველაზე დიდი უტიფრობა ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილს დააბრალო მედიის მიტაცება-შეზღუდვა, ადამიანს რომლის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მედია საშუალებები არამარტო განთავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან, უმეტესობა თავის კუთვნილ მეპატრონეს დაუბრუნდა.
"დიფ სთეითის“ მართულმა ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრის გარეშე“-მ აღმოაჩინა "დიდი დანაშაული", რომ თურმე ბიძინა ივანიშვილს მიტაცებული ჰქონია მედია საშუალებები. მართლა მართულები თუ არ არიან, უკრაინაში და მოლდოვაში ათეულობით დახურულ თუ გაუქმებულ ტელევიზიებს ვერ ხედავენ და საქართველოში სად იპოვეს მიტაცებული მედია? შემთხვევით იმ ტელევიზიებს ხომ არ გულისხმობენ, რომლებიც ოპოზიციად წოდებულ ექსტრემისტულ ჯგუფებს და აგენტურას ემსახურებიან, ხან რევოლუციას გვიანონსებენ, ხან დეზინფორმაციის ნიაღვარს აფრქვევენ ან სულაც პანიკას სთესავენ და მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც რომ თავისუფლად მუშაობენ? ყველაზე დიდი უტიფრობა კი ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილს დააბრალო მედიის მიტაცება-შეზღუდვა, ადამიანს რომლის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მედია საშუალებები არამარტო განთავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან, უმეტესობა თავის კუთვნილ მეპატრონეს დაუბრუნდა. ტყუილების ტირაჟირებით თავის აგენტურას კი ახალისებენ, თუმცა ჩვენც ყოველ ჯერზე „დიფ სთეითის“ მხილება არ დაგვეზარება, გინდა „რეპორტიორები საზღვრის გარეშედ“ შეინიღბონ და გინდა ჯადოსნურ დემოკრატიად“, - წერს ნიკოლეიშვილი.
თაგები:
ლევან ნიკოლეიშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


