ლევან ნიკოლეიშვილი - რა უნდა მოიმოქმედონ „დიფ სთეითის“ მესვეურებმა, რომ რამენაირად ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის სიყვარულზე ააღებინონ ხელი

ავტორი
Front News საქართველო
რა უნდა მოიმოქმედონ „დიფ სტეიტის“ მესვეურებმა, რომ რამენაირად ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის სიყვარულზე ააღებინონ ხელი, წესით და რიგით ამის შესახებ თუ ადრე არ იცოდნენ ამდენი ხნის განმავლობაში ეს უკვე უნდა გაეგოთ და შეეგნოთ კიდეც. ვერავითარი ფინანსური თუ პოლიტიკური სანქციები მას ვერ შეაჩერებს (და ვერც აჩერებს) საქველმოქმედო საქმიანობისაგან და მამალიშვილური პროექტების განხორციელებისგან, - წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი, რომელიც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ წერილს ეხმიანება.
ნიკოლეიშვილის განცხადებით, ყველასთვის ცნობილია ის ფაქტი, ბიძინა ივანიშვილი სამართლებრივ დავას ყოველთვის იგებს, თუმცა, მას ზარალს არ უნაზღაურებენ.
“რა უნდა მოიმოქმედონ „დიფ სტეიტის“ მესვეურებმა, რომ რამენაირად ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის სიყვარულზე ააღებინონ ხელი, წესით და რიგით ამის შესახებ თუ ადრე არ იცოდნენ ამდენი ხნის განმავლობაში ეს უკვე უნდა გაეგოთ და შეეგნოთ კიდეც. ვერავითარი ფინანსური თუ პოლიტიკური სანქციები მას ვერ შეაჩერებს (და ვერც აჩერებს) საქველმოქმედო საქმიანობისაგან და მამულიშვილური პროექტების განხორციელებისგან, ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის რამეში გაცვლა ხომ საერთოდ წარმოუდგენელია.
რა საინტერესოა არა, ლონდონში ჩანიშნული დავის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ოფიციალური გზებიდან კი არ იგებს, არამედ ე.წ. ოპოზიციური ტელევიზიებიდან, ე.ი. ვიღაცამ იზრუნა, მაგრამ იჩქარა კიდეც, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი იაფფასიანი სკანდალის აგორების მიზნით.
ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი სამართლებრივ დავას ყოველთვის იგებს, მაგრამ ზარალის ანაზღაურება და ფინანსების დაბრუნება არ ხდება, უკვე მგონი მთელმა მსოფლიომ იცის, თუმცა, „დიფ სთეითის“ წარმომადგენლებს არ რცხვენიათ. მათთვის მთავარია რამენაირად ზეწოლა მოახდინონ ბატონ ივანიშვილზე, ამისთვის არც არაფერს არ ერიდებიან და უკადრის უკადრისზე კადრულობენ, ერთი კი არის, რომ მას ვერანაირად ვერაფერს ვერ აკლებენ”, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
თაგები:
ლევან ნიკოლეიშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


