
ავტორი
Front News საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ახლოვდება და მინდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე გადაწყვეტილების გამომტანი მოსამართლეებიდან სამი – ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში, რადიკალურმა ოპოზიციამ გადაიბირა, პარალელურად წარმოებს დანარჩენი მოსამართლეების მიმართ ბულინგის კამპანია.
“საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ახლოვდება და მინდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას. აქაური აგენტურა ლაპარაკობს, რომ რადიკალურ ოპოზიციას საკონსტიტუციო სასამართლოში სამი მოსამართლე „გადაქაჩული“ ყავთ – ესენი არიან იმერლიშვილი – კვერენჩხილაძე და ტუღუში. ეს სამი ხმა მათ არ ჰყოფნით და აქტიურად მიმდინარეობს კიდევ ერთი მოსამართლის „დავერბოვკება“, „გადაქაჩვა“. ამის პარალელურად მათ დაიწყეს ბინძური ბულინგის კამპანია მოსამართლეების წინააღმდეგ. ამ ყველაფრის მიზანი არის მხოლოდ ერთი – საკონსტიტუციო სასამართლოს მიაღებინონ უკანონო გადაწყვეტილება!” – წერს ნიკოლეიშვილი Facebook- ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს