ლევან ნიკოლეიშვილი - რაც დაუშვებელია აშშ-სა და ევროპაში, ასევე მიუღებელი უნდა იყოს საქართველოშიც


ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სენატორ ტედ კრუზის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელმაც FBI-ს მიმართა მოთხოვნით, გამოიძიოს აქციებზე ძალადობის დაფინანსების საკითხები.
ნიკოლეიშვილის თქმით, ყველა გარემოება უნდა გახდეს გამოძიების საგანი, განსაკუთრებით კი ის, თუ ვისი სახსრებით ფინანსდება ძალადობრივი ქმედებები.
"რა საინტერესო რამეს ითხოვს სენატორი ტედ კრუზი FBI-სგან? რაღაც მომენტში მეგონა საქართველოზე საუბრობდა. ცხადია გამოსაძიებელია ყველა ფაქტი, რაც დგას აქციებზე ძალადობის უკან, განსაკუთრებით თუ ვის სახსრებით ხდება ამ ძალადობების დაფინანსება. ოღონდ ერთი რამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს ის რაც მიუღებელი და დაუშვებელია ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ ევროპაში, ასევე მიუღებელი უნდა იყოს საქართველოშიც - აი, ეს კი, განსაკუთრებით ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა უნდა გაითვალისწინონ", - წერს ნიკოლეიშვილი.
თაგები:
ლევან ნიკოლეიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს