
ავტორი
Front News საქართველო
ზელენსკიმ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების სურვილი ოფიციალურად პირველად გამოთქვა, მაშ, რისთვის ღირდა ამხელა მსხვერპლის გაღება, რომ განწირული უკრაინის გადასარჩენად რუსეთთან ყველაფერზე შეთანხმებულიყვნენ? – წერს სოციალურ ქსელში “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.
“ეს კვირა ორი ამბით დაიწყო: 1. როგორც იქნა ბაიდენმა მოხსნა თავის კანდიდატურა საპრეზიდენტო მარათონიდან, ამით ფსევდოლიბერალიზმის აღზევების დასასრულის დასაწყისი ოფიციალურად დაიწყო. 2. ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ წლის ბოლომდე ომის ცხელი ფაზა დასრულდება. სხვათა შორის რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების სურვილიც ოფიციალურად(!) პირველად გამოთქვა. აი, იმ უსინდისო პოლიტიკოსებს თუ ექსპერტებს მინდა ვკითხო, წლის ბოლოსთვის უკრაინას რუსეთი დამარცხებული ეყოლება თუ ტერიტორიები დაბრუნებული? მაშ, რისთვის ღირდა ამხელა მსხვერპლის გაღება, რომ განწირული უკრაინის გადასარჩენად რუსეთთან ყველაფერზე შეთანხმებულიყვნენ?
საქართველოში მშვიდობას რომ დასცინოდნენ და გაკვირვებული მხრებს იჩეჩდნენ ვინ გექაჩებათ რუსეთთან ომშიო, ის ხალხი სად არის ახლა?“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს